სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:32 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: კონტემ კვარაცხელიას დაურეკა, მხარეების სურვილია კონტრაქტი განაახლონ

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას დაურეკა და მასთან პირადად უკვე ისაუბრა.

„კონტემ ხვიჩას დაურეკა და გაიმეორა ის, რაც დე ლაურენტისს და მანას უთხრა. კვარაცხელია ამ ჟესტმა დაამშვიდა და კიდევ ერთხელ აგრძნობინა თავი მნიშვნელოვნად, როგორც ეს სპალეტიმ შეძლო სკუდეტოს წელს. პსჟ-ს ინტერესი მისთვის სასიამოვნო იყო, მაგრამ ახლა ქართველი მომავალში მხოლოდ „აძურის“ ხედავს, თუნდაც ერთი წლით მაინც. ჯერი კლუბზეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის დღეებში მამუკა ჯუღელთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმება შეძლოს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

კიდევ ერთი გავლენიანი იტალიური გამოცემა Sportmediaset-ი იტყობინება, რომ „ნაპოლიმ“ პსჟ-ს ორი შეთავაზება უარყო, ხოლო ფეხბურთელის სურვილია, რომ კლუბში დარჩეს:

„მიმდინარეობს მოლაპარაკება კონტრაქტის განახლებაზე და ოსიმენის სტილში გამოსასყიდ პუნქტზე. ორივე მხარის სურვილია ერთად გააგრძელონ თანამშრომლობა, მიუხედავად პსჟ-ს წინსვლისა, რომელმაც ორჯერ სარფიანი შეთავაზება გაუკეთა ფეხბურთელს და თვითონ „ნაპოლის“, მაგრამ ორჯერვე უარი მიიღო“.

შეგახსენებთ, რომ ხვჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114274