მადრიდის „ატლეტიკოს“ მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად ფერნანდო ტორესი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტორესმა სამწვრთნელო კარიერა სწორედ „ატლეტიკოში“ დაიწყო, სადაც ბოლო სამი წელი 19-წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, მაგრამ ახლა დააწინაურეს და B გუნდში იმუშავებს. როგორც „ელ ნინიომ“ აღნიშნა, ის მზად არის ახალი გამოწვევისთვის და სურს, რომ პროგრესი გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2001-2007 და 2015-2018 წლებში თამაშობდა.