გურამ კაშია და ჯაბა კანკავა დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც ბრატისლავის „სლოვანში“ ითამაშებენ.
სლოვაკური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, თუმცა დეტალები უცნობია.
„გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკების ბოლო ფაზაში ვართ“, - აღნიშნა კმოტრიკმა.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანს“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდნენ. მას შემდეგ კაშიამ სლოვაკურ კლუბში 119 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო კანკავამ 124 შეხვედრაში - 6. ორივე ფეხბურთელმა „სლოვანში“ სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო.