ფეხბურთი

18:05 | 11.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამადუ სახოს "ტორპედოში" 13 ივნისს წარადგენენ

ქუთაისის „ტორპედომ“ მამადუ სახოს ტრანსფერი დაადასტურა. როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, 34 წლის ფეხბურთელი 12 ივნისს თბილისში ჩამოვა, ხოლო 13 ივნისს მას ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში წარადგენენ.

კონტრაქტი შეთანხმებულია და სახო 1+1-წლით მოაწერს მას ხელს. ის ჩაერთვება „ტორპედოს“ სხვადასხვა აქტივობაში და აკადემიის განვითარებაშიც შეიტანს თავის წვლილს.

პარი სენ-ჟერმენის, ლივერპულის, კრისტალ პალასისა და მონპელიეს შემდეგ, მამადუ სახოს კარიერაში მორიგი კლუბი ქუთაისის ტორპედოა. 34 წლის ფეხბურთელი თბილისში 12 ივნისს ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 13 ივნისს 15:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაგეგმილია ხელშეკრულების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

მამადუ სახოსა და ქუთაისის ტორპედოს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა და მხარეებმა მისი ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს. ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოს არამხოლოდ ტიტულების მოგებაში დაეხმარება, არამედ იგი ერთგვარი ელჩი იქნება საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობასთან. მამადუ სახო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც კლუბის ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, ისე მრავალმხრივ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო აქტივობებში. იგი ასევე კლუბის მენეჯერ სტივ კინთან ერთად, ჩაერთვება ქუთაისის ტორპედოს აკადემიის განვითარებაში, იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორი და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების გარანტი“, - წერია ტორპედოს ვებგვერდზე.

მამადუ სახოს „პარი სენ-ჟერმენში“, „ლივერპულში“, „კრისტალ პალასსა“ და „მონპელიეში“ აქვს ნათამაშები, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 2010-2018 წლებში 29 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

0.118145