ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეაფასა თავისი გუნდის შანსები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში.
„უკვე ხუთი-ექვსი წელია, რაც სტაბილურ თამაშს ვაჩვენებთ. ვფიქრობ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში ვიყავით, რადგან მუდმივად კარგ შედეგებს ვაღწევთ. ახლა ფლეი ოფში დიდი მატჩების გამოცდილება გვაქვს, რაც ძალიან გვეხმარება.
გარდა ამისა, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკლუბო დონეზე გამარჯვების კარგი გამოცდილება მიიღეს, ამიტომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ გუნდებიდან, რომლებსაც გულწრფელად გვჯერა, რომ ნებისმიერი მეტოქე შეუძლიათ დაამარცხონ. ძალიან ხშირად გუნდები ირწმუნებიან, რომ აპირებენ გამარჯვებას, მაგრამ ამას საფუძველი არ აქვს“, - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.