საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში ჩავიდა. ვილი სანიოლის გუნდი ქალაქ დიუსელდორფის მახლობლად, ფელბერტში დაბინავდა, სადაც ევრო 2024-ის დღეებში მოემზადება.
მანამდე საქართველოს ნაკრები ავსტრიაში ემზადებოდა, ხოლო ამხანაგური მატჩი პოდგორიცაში ჩაატარა, სადაც მონტენეგროს ნაკრები 3:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.