ფეხბურთი

11:48 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

Rai Sport: კვარაცხელია კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მას კონტე გერმანიაში შეხვდება

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Rai Sport-ის ჟურნალისტი ჩირო ვენერატო იტყობინება.

როგორც მან აღნიშნა, ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩას გერმანიაში პირადადაც შეხვდება და გაესაუბრება. წყაროს თანახმად, ქართველი განახლებული კონტრაქტის საფუძველზე წელიწადში ბონუსების ჩათვლით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

გარდა ამისა, კონტრაქტში შევა გამოსასყიდი პუნქტიც, რომლის ოდენობა ჯერ დაზუსტებული არაა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცნობილი გამოცემა, La Repubblica-ც იტყობინება, რომ კონტემ კვარა მინიმუმ ერთი სეზონით დარჩენაში დაარწმუნა და ქართველი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში დღემდე ჩატარებულ 88 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

0.112332