ფეხბურთი

10:21 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "უკეთ თამაშიც შეგვიძლია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ მონტენეგროს ნაკრებთან მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც ქართველმა თავდამსხმელმა აღნიშნა, მოგებით და გოლით ბედნიერია, მაგრამ უკეთ თამაშიც შეუძლიათ.

„კარგი ემოციებია, გახარებული ვარ, რომ გოლი გავიტანე და თამაშიც მოვიგეთ. შეგვიძლია, რომ უკეთესად ვითამაშოთ, თუმცა ვემზადებით და თურქეთთან თამაშამდე კიდევ ერთი კვირა დაგვრჩა. დასვენებისთვის ბევრი დრო არა, მაგრამ 2-3 დღე მქონდა, დავისვენე და აქ ჩამოვედი, რომ ნაკრებს დავეხმარო“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.11874