მონტენეგროს ნაკრების ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მეტოქე ძლიერი იყო და შეცდომები დაუშვეს, რაც მათ არ აპატიეს.
სლობოდან რუბეჟიჩი: „კატასტროფულია იმის განცდა, რომ ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ 1:3 წავაგეთ და საზაფხულო შესვენებამდე ერ მოვიგეთ. ეს არ არის საბაბი, მაგრამ დრო გვჭირდება ყველას. პირველ რიგში, ჩემგან დაწყებულ შეცდომები დავუშვით, საქართველოს სივრცეები მივეცით, როცა ასეთ მოთამაშეებს ნახევარ მეტრს აძლევ, გაჩვენებენ როგორები არიან”.
მარკო ვუკჩევიჩი: „არც თუ ისე კარგად ვითამაშეთ, ერთი გოლი კუთხურიდან გავუშვით, ორი კონტრშეტევიდან. ვიცოდით, რომ მათ კარგი გუნდი ჰყავდათ. სექტემბრამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, ჩვენთვის მთავარი ერთა ლიგაა და ვიმედოვნებთ, რომ სექტემბერში ისე ვითამაშებთ, როგორც საჭიროა. კარგ საქართველოს ველოდით, ანალიზი გავაკეთეთ, ბევრს დარბიან, ძალიან აგრესიულები არიან, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია“.
მარკო იანკოვიჩი: „სეზონის ბოლო ამხანაგური მატჩი იყო, ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა. კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის მოტივაცია ბუნებრივია, რომ ჩვენზე მაღალია. ეს არ არის საბაბი და ალიბი, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, უნდა მოვემზადოთ, შეცდომებზე ვიმუშაოთ, გავაანალიზოთ და ვეცადოთ, რომ თამაში გამოვასწოროთ. დღეს ყველამ ყველაფერი გავაკეთეთ, ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.