ჩოგბურთი

22:10 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასი როლან გაროსის ჩემპიონია

კარლოს ალკარასი როლან გაროსის ჩემპიონია. ესპანელმა ჩოგბურთელმა დრამატულ ფინალში ალექსანდრ ზვერევი 3:2 დაამარცხა.

ესპანელმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, თუმცა, შემდეგ ზედიზედ ორი სეტი გერმანელის სასარგებლოდ დასრულდა და ალკარასს შეცდომის უფლება აღარ დარჩა. თუმცა, ესპანელმა ტალანტმა შესანიშნავად ითამაშა, მეოთხე-მეხუთე სეტებში ზვერევს მხოლოდ სამი გეიმი დაანება და გამარჯვებაც იზეიმა - 6:3, 2:6, 5:7, 6:1, 6:2.

შეხვედრა 4 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა 3 ეისი მიითვალა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ზვერევის აქტივში 8 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა იყო.

კარლოს ალკარასმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი. მას ასევე თითოჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა.

0.109054