ფეხბურთი

12:19 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "მანჩესტერში" წასვლა შემეძლო, მაგრამ "იუვენტუსი" ჩემთვის ყველაფერი იყო"
"ყველაფერი ერთად გადავლახეთ, სამოთხეში ერთად ვიყავით და ჯოჯოხეთშიც"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ არ ნანობს გადაწყვეტილებას, როცა გუნდს სერია B-ში გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერი“ და „ნიუკასლი“ სარფიან კონტრაქტს სთავაზობდნენ.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლში“ გადასვლასთან ახლოს ვიყავი. რატომ ვთქვი უარი? „იუვენტუსის“ კაპიტანი ვიყავი და ჩემთვის „იუვენტუსი“ ყველაფერი იყო. ბავშვობიდან „ბიანკონერის“ გულშემატკივარი ვიყავი, არასდროს ვუყურებდი ფულს, ტურინში უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და 19 წელი დავრჩი. ყველაფერი ერთად გავიარეთ და გადავლახეთ, სამოთხეში ერთად ვიყავით და ჯოჯოხეთშიც, უნიკალური ისტორია იყო.

ჩემს კარიერაში არაფერს ვნანობ, არცერთ გადაწყვეტილებას, მათ შორის, არც სერია B-ში თამაშს. ეს იყო გულით გაკეთებული არჩევანი და ბედნიერი ვარ, რომ მივიღე, რადგან ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება სწორი იყო“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსში“ 1993-2012 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში რეკორდსმენია, როგორც მატჩების (705), ისე გოლების (290) რაოდენობით.

0.120174