ფეხბურთი

1:16 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

39 წლის კასორლამ თქვა, რომ არტეტასთან ერთად განიხილავდა „არსენალში“ შესაძლო დაბრუნებას

ესპანური „ოვიედოს“ 39 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ ლონდონის „არსენალში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

„არსენალთან“ ძალიან მიჯაჭვული ვარ. იქ ექვსი მშვენიერი წელი გავატარე და ძალიან მიყვარს ყველა იქ მყოფი ადამიანი. რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ მიკელ არტეტასთან ერთად ვთამაშობდი, ახლა კი ის მთავარი მწვრთნელია.

ჩვენ გვქონდა საუბრები ამაზე, მაგრამ ახლა მე არ ვარ კონცენტრირებული არაფერზე, გარდა ჩემი ამჟამინდელი კლუბისა, „ოვიედოში“ წვლილის შეტანისა და ფეხბურთით სიამოვნების მიღებისა.

ვნახოთ, რა მელის მომავალში. გასაგებია, რომ „არსენალი“ არის კლუბი, რომელიც ყოველთვის ღიად ტოვებდა ჩემი დაბრუნების შემთხვევაში კარს. მაგრამ ახლა ძალიან ბევრი მაქვს გონებაში: ფლეი-ოფი და ვცდილობ სიამოვნება მივიღო ჩემი სათამაშო კარიერის ბოლო დღეებით“, - ციტირებს კასორლას სიტყვებს Sky Sports.

ფლეი ოფის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ოვიედო" შინ „ეიბარს" დაუზავდა (0:0). საპასუხო შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება.

კასორლა ესპანეთში „ვილიარეალში,“ „რეკრეატივოსა“ და „მალაგაში“ თამაშობდა. 2012 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა და სამჯერ მოიგო ასოციაციის თასი.

მან ყატრულ „ალ-სადშიც“ მოსინჯა ძალები.

ჯამში კასორლამ კარიერაში 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ნაკრების მაისურა 81-ჯერ მოირგო და ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი (2008, 2012).

0.113495