ფეხბურთი

0:55 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024 38 წლის ლუკა მოდრიჩისთვის მეცხრე სანაკრებო ტურნირი იქნება

ხორვატიის ნაკრების პრესსამსახურმა მომავალი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელშიც მადრიდის „რეალის“ 38 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩიც მოხვდა. ხორვატი ფეხბურთელისთვის ევრო 2024 მეცხრე სანაკრებო ტურნირი იქნება. იგულისხმება მხოლოდ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩის პირველი დიდი ტურნირი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ, სადაც მან ჯამში 18 წუთი ითამაშა. მას შემდეგ ნახევარმცველს მხოლოდ 2010 წლის მუნდიალზე არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ხორვატიის ნაკრები ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.

მოდრიჩმა ასევე ითამაშა ევრო 2008, 2012, 2016, 2020-ზე და მსოფლიოს 2014, 2018 და 2022 წლების ჩემპიონატებზე.

0.140255