სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:07 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევრო 2024-ზე

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანმა გაფართოებულ შემადგენლობაში 27 ფეხბურთელი გამოიძახა, შესაბამისად, შეკრება მხოლოდ ერთ მათგანს უნდა დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგელსმანი ამბობდა, რომ ევრო 2024-ზე ოთხ მეკარეს წაიყვანდა, ასე არ მოიქცა.

საბოლოო განაცხადს მიღმა სწორედ მეკარე დარჩა - ალექსანდრ ნუბელი. ევრო 2024-ის მასპინძლების საბოლოო განაცხადი კი ასეთია:

მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

მცველები: ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიფციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბერკი (დორტმუნდი), ჯონათან ტაა (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდერ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი)

თავდამსხმელები: მაქსიმილიან ბაიერი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), კაი ჰავერცი (არსენალი), თომას მიულერი (ბაიერნი), დენის უნდავი (შტუტგარტი)

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ზე მასპინძლის რანგში ითამაშებს, ჯგუფურ ეტაპზე კი, შოტლანდიის, შვეიცარიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130741