ფეხბურთი

1:51 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-მდე ბოლო ამხანაგური მატჩი ისლანდიასთან წააგო

ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მონაწილემ ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მათ შორის, ინგლისის და გერმანიის ნაკრებებმა.

ევრო 2024-ის მონაწილემ საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა. იულიან ნაგელსმანის გუნდი ისევ არადამაჯერებელი იყო და გაჭირვებით მოიგო - 2:1. გეორგიოს მასურასის გოლით ბერძნებმა პირველი ნახევარი მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ჯერ ანგარიში კაი ჰავერცმა გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი პასკალ გროსმა გაიტანა. გერმანიის ნაკრები მომდევნო მატჩს უკვე ევრო 2024-ზე ჩაატარებს, შოტლანდიის წინააღმდეგ.

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-მდე ბოლო სპარინგი წააგო, თანაც საკუთარ მოედანზე, ისლანდიის ნაკრებთან... გარეთ საუთგეიტის გუნდმა მე-12 წუთზე გაუშვა გოლი და მთელი თამაში ჰქონდა გასატანად, მაგრამ ვერაფერი შეცვალა და ევროპის ჩემპიონატზე მარცხით მიდის. ინგლისს წინ ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი ელოდება სერბეთის ნაკრებთან.

ევრო 2024-ის სხვა მონაწილეებმაც ისპარინგეს: პოლონეთმა უკრაინა 3:1 დაამარცხა, შოტლანდია ფინეთს დაუზავდა, რუმინეთმა ლიხტანშტაინს ვერ მოუგო, ჩეხეთმა მალტა 7:1 გაანადგურა, ხოლო ალბანეთმა აზერბაიჯანს აჯობა.

ინგლისი - ისლანდია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 თორსტეინსონი (12)

გერმანია - საბერძნეთი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მასურასი (34), 1:1 ჰავერტცი (56), 2:1 გროსი (89)

0.121183