ფეხბურთი

10:28 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ავსტრიულ შეკრებასა და ევროპის ჩემპიონატზე სამზადისზე ისაუბრა.

"ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტურნირისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ფეხბურთელებმა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს საკლუბო დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება არის ერთიანობა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ერთიანობა ჩანს ყოველდღიურ მომზადებაში. ამას ვგრძნობთ. ჩანს როგორც კარგ, ისე რთული პერიოდებში. ბიჭები სულ ერთად არიან და მათი სურვილია, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ წარმატება და სიხარული. თუმცა, მთავარი მიზნები ახლა იწყება. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ავსტრიული შეკრება.

ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროში ამხანაგური თამაში. ბოლო შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი თავი. ამის შემდეგ, მთელი კონცენტრაცია გადავა ევროპის ჩემპიონატზე და თურქეთთან მატჩისთვის სამზადისზე", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.127548