ფეხბურთი

14:51 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ლიგა 1-ის კლუბს ურჩიეს

„სენტ ეტიენის“ ფან-ვებგვერდმა იმ ფეხბურთელების შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ლიგა 2-ში თამაშობენ და შეიძლება „სენტ ეტიენს“ ლიგა 1-ში გამოადგეს.

მათ შორისაა ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც „ბორდოს“ ღირსებას იცავს.

„თუ ჟირონდელთა სეზონი რთული იყო, ქართველმა თავისი უნარები წარმოაჩინა. 23 წლის გარემარბი მალე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. დრიბლიორი, სწრაფი და გადამწყვეტი ფეხბურთელია, რომელიც ალბათ, მზადაა ლიგა 1-სთვის. „ბორდოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობს, „სენტ ეტიენი“ კი, ლიგა 1-ში ახლახან, პლეი-ოფში „მეცთან“ გამარჯვების შედეგად დაბრუნდა.

0.101865