ფეხბურთი

13:41 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, "ნაპოლის" კვარაცხელიას გაყიდვას არ სურს

ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო კიდევ ერთხელ იტყობინება, რომ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია სურს.

როგორც რომანო სოციალურ ქსელში წერს, პსჟ-ს და პრემიერლიგის კლუბების ინტერესის მიუხედავად, იტალიური კლუბი კვარას შენარჩუნებას ცდილობს და მასთან კონტრაქტის განახლება, რაც შეიძლება მალე სურს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.112338