ფეხბურთი

19:15 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-სთვის იტალიის ნაკრების საბოლოო განაცხადი დაასახელა

იტალიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია. ლუჩანო სპალეტიმ 29-კაციანი სია 26-მდე შეამცირა.

შეკრების დატოვება მოუწიათ მეკარეს, ივან პროვედელს (ლაციო), ნახევარმცველს სამუელე რიჩის (ტორინო) და თავდამსხმელს - რიკარდო ორსოლინის (ბოლონია).

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრავმები გამო „სკუარდა აძურამ“ ფრანჩესკო აჩერბი და ჯორჯო სკალვინი მოისაკლისა, მათ ნაცვლად კი, სპალეტიმ „იუვენტუსიდან“ ფედერიკკო გატი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ფეხბურთელი "ინტერიდანაა" (5), შემდეგ "იუვენტუსს" და "რომას" ჰყავთ ყველაზე მეტი წარმომადგენლები (4-4), ხოლო "მილანიდან" ნაკრებში არავინაა.

საბოლოოდ, იტალიის ნაკრები ევრო 2024-ზე ტიტულის დაცვას ასეთი შემადგენლობით ეცდება:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ტორინო), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ფედერიკო გატი (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთის, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო ერთი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა თურქეთთან (0:0), მეორეს კი, 9 ივნისს, ბოსნიასთან, ემპოლიში ჩაატარებს.

0.131739