რაგბი

14:55 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | პირველი ტესტი ექვსი ერის ჩემპიონთან

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები შარშანდელის მსგავსად ინგლისელ თანატოლებთან თბილისში ორმატჩიან ტესტ-სერიას გამართავენ.

შეხვედრები „ავჭალის“ რაგბის სტადიონზე 7 და 12 ივნისს გაიმართება და 18 საათზე დაიწყება (დასწრება თავისუფალია). 20-წლამდელთა ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი (2013, 2014, 2016) უკვე თბილისშია და რევანშისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, შარშან, პირველი თამაში, ინგლისმა ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 41:35 გაიმარჯვა, მეორე მატჩში კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რევანში აიღეს და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ინგლისი პირველად დაამარცხეს – 40:38.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის 20-წლამდელებმა, ასაკობრივ ექვს ერზე წელს ოთხი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, 23 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ და თბილისსაც ექვსი ერის ჩემპიონის სტატუსით ეწვივნენ.

„სამწუხაროდ, ტიერ 1-ის გუნდებისგან განსხვავებით, ბევრი საერთაშორისო თამაშის ჩატარების შესაძლებლობა არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოთამაშეებს მივცეთ გამოცდილება და ვნახოთ ვინ როგორ გამოიჩენს თავს. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე“.

„ინგლისთან შარშანდელმა თამაშებმა მოგვცა საკუთარი თავის რწმენა. რწმენა იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია და კარგად გამოგვდის. წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერი მოიგო და ჩვენს ერთ-ერთ მეტოქე ირლანდიას ერთი ქულით აჯობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისელები შარშანდელი შედეგის გამოსასწორებლად ჩამოვიდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება“ – ამბობს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მზადების ეგიდით დაახლოებით 1 თვის წინ, 4 მაისს, ერთი გასახურებელი თამაში უკვე გამართეს, „ავჭალაზე“ ფრანგ თანატოლებს 3 ლელო გაუტანეს, მაგრამ სტუმრებმა ერთით მეტი მიითვალეს და 26:17 გაიმარჯვეს.

იმ თამაშის მსგავსად, საქართველო ინგლისთანაც არასტანდარტული განაცხადით, 34 მორაგბით ითამაშებს (30 მოთამაშეა ინგლისელთა განაცხადში). მათგან 9 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. მწვრთნელების სურვილია, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მისცენ, რის შემდეგაც საფრანგეთში წამსვლელი შემადგენლობა დასახელდება:

„ეს ორი თამაში გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში დაგვეხმარება. ასევე დაგვანახებს სურათს, თუ რამდენად შევძელით კონკრეტული დეტალების გაუმჯობესება საფრანგეთთან მატჩის შემდეგ. ეს იქნება ბოლო რეპეტიცია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და კიდევ ერთხელ მოვინიშნავთ იმ დეტალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. ჩვენი სურვილია, რომ ამ თამაშებშიც მაქსიმალურად ბევრ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა, რაც საბოლოო შემადგენლობის შერჩევაში დაგვეხმარება“.

„კარგია, რომ თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ამას ვერაფერი გადაწონის. ყველას კარგად გვახსოვს ინგლისთან შარშანდელ თამაშებზე რა მაგარი ატმოსფერო იყო და იგივეს მოლოდინი გვაქვს წელსაც“ – აღნიშნა კილასონიამ.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

7 ივნისი. თბილისი. ავჭალა. 18:00

საქართველოინგლისი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. შოთა მაღლაკელიძე (მათე), 17. დათო მოლაშხია (ლელო), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ლუკა საღინაძე (ლიონი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), გელა ხელაძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კობაური (ლეუკატე), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (აია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი, ირაკლი ჭყონია

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ექიმი: პაპუნა კუპრაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შალვა მახარაშვილი

rugby.ge

0.126798