ფეხბურთი

14:23 | 6.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი არ აპირებს რაფინიას „ბარსელონადან“ გაშვებას

„ბარსელონას" ფორვარდი რაფინია კატალონიურ კლუბში დარჩება - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი 27 წლის ბრაზილიელს მთავარ მოთამაშედ ხედავს. პარალელურად, ფეხბურთელისთვის საუდის არაბეთის კლუბები იბრძვიან და მზად არიან გადაიხადონ 100 მილიონი ევრო.

ბრაზილიელი კატალონიელთა შემადგენლობაში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ათი ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113974