თბილისის დროით 5-6 ივნისის ღამეს, დენვერში, ამხანაგურ მატჩში ურუგვაის ნაკრებმა მექსიკა დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩის მეშვიდე წუთზე პირველი გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელმა დარვინ ნუნიესმა გაიტანა. 26-ზე ესპანური „გრანადას“ ფორვაედმა ფაკუნდო პელისტრიმ მეორედ აიღო მექსიკელთა კარი. 44-ე წუთზე ნუნიესმა დუბლი შეასრულა, 49-ზე კი ჰეთ-თრიქი.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ „კოპა ამერიკაზე,“ რომელიც აშშ-ში გაიმართება 21 ივნისიდან 15 ივლისამდე, ურუგვაელები C ჯგუფში მოხვდნენ მასპინძელი აშშ-ის, პანამისა და ბოლივიის ეროვნულ გუნდებთან ერთად.
მექსიკელები კი B ჯგუფში: ეკვადორს, ვენესუელასა და იამაიკას დაუპირისპირდებიან.