რომის „ლაციოს“ მწვრთნელად შესაძლოა მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს. რომაული გუნდიდან იგორ ტუდორი წავიდა, რომელმაც „ლაციო“ მარტში ჩაიბარა.
ტუდორს კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერ შეჯერდა და მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტეს, რის შედეგადაც ხორვატი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.
ტუდორის პოტენციურ შემცვლელად ალეგრი დასახელდა, რომელიც ლოტიტოს ძალიან მოსწონს. პრობლემა რჩება ხელფასი, მაგრამ მხარეები მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ.
ალეგრის გარდა, „ლაციოს“ მიროსლავ კლოზეს და მარკო ბარონის უკავშირებენ.