ფეხბურთი

3:03 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთმა მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის ბოლო დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. პოლონეთმა ვარშავაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. გასაკვირი არაა, რომ გერმანიის ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეზე მეტი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ადამ ნავალკას გუნდმა ძალიან ჭკვიანურად ითამაშა, კონტრშეტევებზე ააგო მატჩი და ვერავინ იტყვის, რომ მისმა გუნდმა დაუმსახურებლად იმარჯვა.
პირველ ტაიმში შესნის რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა, კარგი მომენტები ჰქონდათ ქარიმ ბელარაბისა და ტომას მიულერს, მაგრამ ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ნახევარი კარგად დაიწყო პოლონეთის ნაკრებმა, რასაც ანგარიშის გახსნა მოჰყვა. 51-ე წუთზე ლუკაშ პიშჩეკის ჩაწოდების შემდეგ, მილიკმა ნოიერს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, გერმანელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქე საჯარიმოს მიაჯაჭვეს, რეალური მომენტები ჰქონდათ მიულერს, შურლეს, ბელარაბისა და პოდოლსკის, მაგრამ შესნი შესანიშნავად თამაშობდა, ხოლო პოდოლსკის დარტყმული ხარიხას მოხვდა. ამდენი გამოუყენებელი მომენტისთვის გერმანია დაისაჯა, პოლონეთმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და მეორე გაუტანა. შესანიშნავად ითამაშა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც პირისპირ დატოვა შეცვლაზე შემოსული მილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში, ირლანდიამ გიბრალტარი მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან იოლად გაუსწორდა. “აირიშებმა” 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს მეტოქეს. აქედან 3 გოლი რობი კინის ანგარიშზეა.
ამ დროისთვის პირველ პოზიციას ჯგუფში პოლონეთის ნაკრები იკავებს 6 ქულით. ამდენივე ქულა აქვს ირლანდიას, მაგრამ პოლონელებს ბურთების უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. 3-3 ქულა აქვთ გერმანიასა და შოტლანდიას, ხოლო საქართველოს ნაკრები მაჩანჩალა გიბრალტართან ერთად 0 ქულით იმყოფება ცხრილის ბოლოში..

სხვა ჯგუფების მატჩებს რაც შეეხება, სომხეთის ნაკრები სერბეთს მასპინძლობდა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. 73-ე წუთზე არზუმანიანმა ჩვენი მეზობლები წინ გაიყვანა. სომხებს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლოთ, მაგრამ 83-ე წუთზე პიზელიმ პენალტი გააფუჭა, რისთვის ტოშიჩმა ისინი 89-ე წუთზე დასაჯა გოლით – 1:1.
ამავე ჯგუფში ახლოს იყო ალბანეთი კიდევ ერთ სენსაციასთან, პორტუგალიასთან მოგების შემდეგ, მათ დანიასთან შეეძლოთ 3 ქულის მოპოვება. 38-ე წუთზე ლეჟნიმ დააწინაურა ისინი, მაგრამ 81-ე წუთზე ვიბემ დანიელებს მოუპოვა ქულა.

ჩრდილოეთ ირლანდიამ ფარერები დაამარცხა შინ, ხოლო რუმინეთი – უნგრეთისა და ფინეთი – საბერძნეთის შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დასრულდა.

პოლონეთი – გერმანია 2:0 (0:0)

ვარშავა, “შტადიონ ნარადოვი”

პოლონეთი (4-4-2): შესნი, გლიკი, შულაკა, პიშჩეკი, ვარზინიაკი (იედრჟეჟჩუკი 84), ჟოდლოვიეცი, რიბუსი, კრიჩოვიაკი, გროსიცკი (სობოტა 71), მილიკი (მილა 77), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, დურმი, დურიგერი (კრუზე 83), კრამერი (დრაქსლერი 71), კროოსი, შურლე (პოდოლსკი 77), გიოტცე, ბელარაბი, მიულერი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

გოლები: 1:0 მილიკი (51), 2:0 მილა (88).
გაფრთხილებები: შუკალა, ლევანდოვსკი, პიშჩეკი – ბოატენგი, ბელარაბი
მსაჯი: პედრო პროენსა

ირლანდია – გიბრალტარი 7:0 (3:0)

დუბლინი, “ავივა სთედიუმი”

ირლანდია (4-4-2): ფორდი, იარდი (ბრედი 70), უილსონი, ოში, მეილერი, გიბსონი, ჰენრიკი, მაკკლინი, მაკგიდი, ჰულაჰანი (დოილი 63), კინი (მერფი 63).
მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

გიბრალტარი (4-1-4-1): ჯ.პერესი (რობა 60), რ.ჩიპოლინა, რ.კასკიარო, ჯ.ჩიპოლინა (სანტოსი 57), ვაისმენი, პაიასი, უოლკერი, ბადო (გუილინგი 46), ბ.პერესი, გოსლინგი, ლ.კასკიარო.
მწვრთნელი: ალან ბულა

გოლები: 1:0;2:0;3:0 კინი (6;14;18 პენ.), 4:0 მაკკლინი (46), 5:0 ჯ.პერესი (52 ს.კ.), 6:0 მაკკლინი (53), 7:0 ჰულაჰანი (56).
მსაჯი: ლ.ტრატუ

ალბანეთი – დანია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლენჟანი (38), 1:1 ვიბე (81).

სომხეთი – სერბეთი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 არზუმანიანი (73), 1:1 ტოშიჩი (89).

83-ე წუთზე პიზელიმ პენალტი ვერ გაიტანა

რუმინეთი – უნგრეთი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 რუსესკუ (45), 1:1 ჯუჩაკი (82).

ფინეთი – საბერძნეთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კარელისი (24), 1:1 ჰურმი (55).

ჩრდილო ირლანდია – ფარერები 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 მაკაული (6), 2:0 ლაფერტი (20).

37-ე წუთზე ბენჟამინსენმა პენალტი ვერ გაიტანა


1.პოლონეთი22009:06
2.ირლანდია22009:16
3.გერმანია21012:33
4.შოტლანდია21012:23
5.საქართველო20021:30
6.გიბრალტარი20020:140

0.260535