ფეხბურთი

0:43 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-მდე: პორტუგალიის ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა (+VIDEO)

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, პორტუგალიის ნაკრებმა ფინეთს ლისაბონში უმასპინძლა, რომელიც 4:2 დაამარცხა.

ლუზიტანელებმა პირველ ტაიმში რუბენ დიაშის და დიოგო ჟოტას გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევრის სტარტზე ბრუნო ფერნანდეშმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 73-ე და 77-ე წუთებზე ტეემუ პუკიმ დუბლი შეასრულა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, ბრუნო ფერნანდეშმაც დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

პორტუგალია ევრო 2024-მდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 8 ივნისს ხორვატიას, ხოლო 11 ივნისს ირლანდიას გაეჯიბრება.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სხვა ნაკრებებმაც ისპარინგეს: შვეიცარიის ნაკრებმა ესტონეთს ადვილად 4:0 აჯობა. უგოლო ფრეს დასჯერდა რუმინეთის ნაკრები, რომელიც ბულგარეთს დაუზავდა. სლოვენიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სომხეთი 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გოლი გაიტანა იოსიპ ილიჩიჩმა, რომელმაც ნაკრებში 3-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. დამარცხდა უნგრეთის ნაკრები, რომელმაც ირლანდიასთან 1:2 წააგო, ხოლო ავსტრიამ სერბეთის ნაკრებს ასეთივე ანგარიშით აჯობა.

0.133527