ფეხბურთი

0:20 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრების მცველმა იტალიასთან მატჩში ტრავმა მიიღო

თურქეთის ნაკრების მცველი და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ოზან კაბაკი დაშავდა. ჯერ ტრავმის ხარისხი და სიმძიმე უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოედანი საკაცით დატოვა.

კაბაკმა ტრავმა იტალიასთან ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის მიწურულს მატეო რეტეგისთან შეჯახებისას მიიღო. მან მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცის გარეშე ვერ გავიდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ტრავმა სერიოზულია, ყოველ შემთხვევაში, 18 ივნისამდე, როცა თურქეთი საქართველოსთან ითამაშებს, ძნელად სავარაუდოა, რომ გამოჯანმრთელება მოასწროს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებს ტრავმების გამო მანამდე ცენტრალური მცველი ჩაღლარ სოიონჯუ და თავდამსხმელი ენეს იუნალი გამოაკლდათ.

0.116412