სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:45 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე "ნაპოლის" მწვრთნელი 5 ივნისს გახდება
კონტეს სატრანსფერო ბაზარზე მთავარი სამიზნეები ჰყავს

„ნაპოლი“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნას ხვალ, 5 ივნისს ოფიციალურად დაადასტურებს.

იტალიელი მწვრთნელი დღეს რომში, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად ჩავიდა, სადაც აურელიო დე ლაურენტისსაც შეხვდა. ყველა დეტალი შეთანხმებულია, ხვალ ისინი კონტრაქტს ხელს მოაწერენ და განცხადებაც გაკეთდება.

ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელია თუ „ნაპოლის“ არ დატოვებს, კონტეს ხელმძღვანელობით თამაში მოუწევს. ცნობილია ისიც, რომ იტალიელი სპეციალისტის მთავარი სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე რომელუ ლუკაკუ და „ტორინოს“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო იქნებიან.

კონტრაქტის დეტალები ცნობილია, რომელიც სამწლიანი იქნება, ხელფასის სახით კი, სეზონში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბონუსების ჩათვლით.

ანტონიო კონტეს „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებში, „ჩელსიში“, „ინტერსა“ და „ტოტენჰემში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. მან ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ პრემიერლიგა და ასოციაციის თასი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116041