ფაბიო გროსო „სასუოლოს“ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
46 წლის სპეციალისტმა „ნეროვერდისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
გროსო „სასუოლოს“ სერია B-ში უხელმძღვანელებს, რადგან ეს კლუბი 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს სერია A-ში, საიდანაც გავარდა. მიზანი ცხადია, რომ ელიტაში დაბრუნება იქნება.
ფაბიო გროსო ბოლოს „ლიონში“ მუშაობდა, მანამდე „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდს, „ბარის“, „ვერონას“, „ბრეშას“ და „სიონს“ წვრთნიდა, ყველაზე დიდ წარმატებას კი, „ფროზინონეში“ მიაღწია, რომელიც 2023 წელს სერია A-ში გადაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ სამსახური თავისი ნებით დატოვა.