საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კილიან მბაპეს და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს შეხვდა.
მაკრონმა მბაპეს „რეალში“ გადასვლაზე ჰკითხა, რაც უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადების მოლოდინია:
„კილიან, როგორ ხარ? ტრანსფერის განცხადება დღესაა დაგეგმილი?“ - ჰკითხა მაკრონმა მბაპეს, რომელმაც ხუმრობით და მოკლედ უპასუხა: „დღეს საღამოს, დღეს საღამოს“.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.