ფეხბურთი

15:23 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრიმ ოლიმპიადისთვის საფრანგეთის შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ პარიზის ოლიმპიადისთვის წინასწარი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო, თუმცა მათ შორის არაა კილიან მბაპე, რომელზეც წერდნენ, რომ ოლიმპიადაზე ითამაშებდა. ანრის 23 წელზე დიდი ასაკის სამი ფეხბურთელის გამოძახების უფლება ჰქონდა. მან გუნდში „ლიონის“ ლიდერს, ალექსანდრ ლაკაზეტს უხმო.

მეკარეები: ლუკა შევალიე (ლილი), გილომ რესტე (ტულუზი), ობე ნკამბადიო (პარიზი), რობინ რისე (სტრასბური)

მცველები: კილიან სილდილია (ფრაიბურგი), ბაფოდი დიაკიტე (ლილი), კასტელო ლუკება (ლაიფციგი), მაქსიმ ესტივი (ბარნლი), ლენი იორო (ლილი), ადრიენ ტრუფე (რენი), ბრედლი ლოკო (ბრესტი)

ნახევარმცველები: უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), ხეფრენ ტურამი (ნიცა), მანუ კონე (გლადბახი), მაგნეს აკლიუჩე (მონაკო), ენცო მილო (შტუტგარტი), იორის შოტა (მონპელიე), დეზირ დუ (რენი), ლესლი უგოჩუკვუ (ჩელსი)

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ), ალექსანდერ ლაკაზეტი (ლიონი), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), მათის ტელი (ბაიერნი), მაიკლ ოლისე (კრისტალ პალასი), არნო კალიმუენდო (რენი)

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ს, გვინეას და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

0.111619