ფეხბურთი

0:53 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ შეკრებასა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელი უფრო მოტივირებული და მონდომებულია.

"შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მზადება არასრული შემადგენლობით დავიწყეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. შემოგვიერთდა მოთამაშეთა ნაწილი და მომდევნო კვირაში სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. ვცდილობთ, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ მოახლოებულ თამაშებზე და ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ.

თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ მეტი ივარჯიშოს, უფრო მონდომებული იყოს და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და სასიამოვნოა. ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ, საჭიროა ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ", - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება, ხოლო სრული შემადგენლობით 2 ივნისის შემდეგ შეიკრიბება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114661