რაგბი

20:48 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველ კოლეგებს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალეკსანდარ ჯიკიჩი ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიაში ქართველ მწვრთნელებს შეხვდება. ცნობილ სერბ სპეციალისტთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. დამსწრე მწვრთნელებს თავისი საქმიანობის სფეროდან ნებისმიერი კითხვის დასმა შეეძლებათ, რაზეც ჯიკიჩი მათ საკუთარ ხედვას გაუზიარებს.

ჯიკიჩი 3 დღის წინ თბილისში დასრულებულ ფიბა-ს მწვრთნელთა კლინიკებში მონაწილეობდა. მან ქართველ მწვრთნელებს რამდენიმე სემინარი ჩაუტარა და პირადადაც გაესაუბრა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა სერბმა სპეციალისტმა, რომ მწვრთნელებს კიდევ ერთხელ – უფრო ხანგრძლივი დროით შეხვდებოდა და მათ ამომწურავად, მათთვის საინტერესო საკალათბურთო თემებზე ესაუბრებოდა.

ალეკსანდარ ჯიკიჩთან შეხვედრა 5 ივნისს, 12:00 საათზე, ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება, რომელიც ეგრეთწოდებულ დიღმის ჭალებში, ბობ უოლშიც ქუჩის 19 ნომერში მდებარეობს. დამსწრეთა რაოდენობა შეუზღუდავია. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია კალათბურთის მწვრთნელის ნებისმიერი დონის ლიცენზია.

GBF.GE

0.119312