ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაცია ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება.
მოდრიჩმა და ფლორენტინო პერესმა შეთანხმებას ძალიან ადვილად მიაღწიეს და ხორვატი მომდევნო სეზონშიც „სამეფო კლუბის“ რიგებში ითამაშებს.
ლუკამ ორი ძალიან სარფიანი შეთავაზება უარყო, რადგან მისთვის ფული უმნიშვნელო იყო და მადრიდში დარჩენა სურდა.
ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს და 534 მატჩში 39 გოლი გაიტანა, მან „სამეფო კლუბში“ ყველაფერი მოიგო, მათ შორის, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. მანამდე ხორვატი ნახევარმცველი „დინამო ზაგრებში“, „ჟრინსკი მოსტარში“, „ინტერ ზაპრეშიჩსა“ და „ტოტენჰემში“ თამაშობდა.