„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს. ამის შესახებ ისევ იტალიური მედია წერს.
სხვადასხვა გამოცემა იტყობინება, რომ ანტონიო კონტესთვის ხვიჩა ხელშეუხებელი ფეხბურთელია და გუნდის აშენებას მის გარშემო განიხილავს, ამიტომაც, იტალიური კლუბი ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები კვარას სეზონში თითქმის 10 მილიონს სთავაზობენ, ნეაპოლელები კი - 5 მილიონს. მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ არ სურს ხვიჩას გაშვება და ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად, 110 მილიონ ევროდ მის გაყიდვაზეც არ არის თანახმა.
მეორე მხრივ, ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა წერს, რომ პსჟ-ს შეთავაზება კვარას მიმართ ასეთია: 5-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 7 მილიონი ევროსა და პლუს ბონუსების ანაზღაურებით. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომელიც ასევე წერს, რომ ანტონიო კონტე კვარაცხელიას პოტენციურად მსოფლიოს ტოპ-ფეხბურთელად განიხილავს.
თუმცა, ვინაიდან კონტეს მისი გაშვება არ სურს, დიდი შანსი არ არის, რომ კვარა საფრანგეთში გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არაფერია გადაწყვეტილი და ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ როგორც ფრანგული, ისე იტალიური ყოველდღე განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.