ფეხბურთი

11:42 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი, ნაჩო, მოდრიჩი და კარვახალი ჰენტოს გაუთანაბრდნენ

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ტონი კროოსმა, ლუკა მოდრიჩმა, ნაჩომ და დანი კარვახალმა ფრანსისკო ჰენტოს მიღწევა გაიმეორეს.

თუ აქამდე ჩემპიონთა თასი/ლიგა ყველაზე მეტჯერ ჰენტოს ჰქონდა მოგებული (ყველა „რეალში“), ახლა მას ნაჩო, კარვახალი, მოდრიჩი და კროოსი შეუერთდნენ.

მოდრიჩმა, ნაჩომ და კარვახალმა ექვსივე ტიტული ჰენტოს მსგავსად „რეალში“ მოიგეს, კროოსმა მადრიდულ გუნდში ეს ხუთჯერ გააკეთა, ერთხელ კი „ბაიერნთან“ ერთად გაიმარჯვა.

0.113319