ფეხბურთი

19:42 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "სამტრედიასთან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტური „სამტრედიისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ანდრეი დემჩენკოს გუნდს ბოლო დროს პრობლემები აქვს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა. ბათუმელები ვლადიმერ მამუჩაშვილის და ლევან ხარაბაძის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ეს უპირატესობა გაანიავეს.

ჯერ ერიკ ბარიოსმა შეამცირა სხვაობა, ხოლო შემდეგ დანიელ ოვუსუმ წონასწორობა აღადგინა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

„დინამო ბათუმი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება, თუმცა ეროვნულ ლიგაში ახლა ორთვიანი პაუზის დროა და ეს შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

„სამტრედია“ 11 ქულით ბოლო ადგილზეა და ასევე 3 აგვისტოს, „ტორპედოს“ ესტუმრება.

„სამტრედია“ – „დინამო ბათუმი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (33), 0:2 ხარაბაძე (53), 1:2 ბარიოსი (61), 2:2 ოვუსუ (79)

0.124952