კალათბურთი

1:00 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში სერია A-ში: "ვირტუსი" ფინალში გავიდა

„ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ს ნახევარფინალურ სერიაში „ვენეცია“ დაამარცხა და ფინალში გავიდა.

სერიის მეოთხე მატჩს ვენეციამ უმასპინძლა, რომელიც სტუმრებმა 96:79 მოიგეს, ხოლო სერიაში 3:1 გაიმარჯვეს.

შესანიშნავი თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიას - ქართველი მოედანზე საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 32 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 12-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

გარდა ამისა, ბოლონიელთა რიგებში მარკო ბელინელიც გამოირჩა, რომელმაც 18 წუთში 22 ქულა ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ ფინალში „ოლიმპია მილანოს“ შეხვდება და ამჯერად სერია ოთხ მოგებამდე იქნება.

0.117314