„ნაპოლი“ ჯოვანი დი ლორენცოს აგენტის, მარიო ჯუფრედის განცხადებებს გამოეხმაურა და კაპიტნის გაყიდვის შესაძლებლობა გამორიცხეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლუბი არ აპირებს სხვა კლუბში დი ლორენცოს გაშვებას.
„ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯუფრედიმ ბოლო რამდენიმე დღეში მეორედ განაცხადა, რომ დი ლორენცო „ნაპოლის“ დატოვებს. მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დი ლორენცოს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს, ის არ არის იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთა შესაძლო ტრანსფერს კლუბი განიხილავს და ამიტომ, მისი შესაძლო ტრანსფერი გამორიცხულია“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯოვანი დი ლორენცოს „ნაპოლიში“ 232 მატჩი აქვს ჩატარებული და 15 გოლი გაიტანა.