ფეხბურთი

20:27 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: „ყველა ფიქრობს, რომ „რეალი" ფავორიტია „ბორუსიასთან" მატჩში, მაგრამ ასე არ არის“

მადრიდის „რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის მოლოდინი გაუზიარა ჟურნალისტებს. გადამწყვეტ მატჩში „ლოს ბლანკოსი" დორტმუნდის „ბორუსიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, 1 ივნისს გაიმართება „უემბლის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მშვიდი მატჩი. ყველას ჰგონია, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. „ბორუსია“ დიდებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე”, - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს AS.

0.117345