ფეხბურთი

1:19 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე MLS-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (+VIDEO)

„ატლანტა იუნაიტედის“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე MLS-ის მე-17 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში სამ კონკურენტს აჯობა, მათ შორის, შვედ ნახევარმცველ ემილ ფორსბერგს.

ლობჟანიძემ „ინტერ მაიამისთან“ შესანიშნავად ითამაშა და დუბლი შეასრულა. მან ორივე გოლი ეფექტური დარტყმით გაიტანა და „ატლანტას“ გამარჯვებაში დაეხმარა.

29 წლის შემტევს MLS-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი, საგოლე პასი მიითვალა.

0.144736