„მეცი“ გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსიდან“ გამოისყიდის. როგორც ნიდერლანდური Telegraf-ი ასევე, ფრანგული მედია იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
იანვარში განხორციელებული იჯარის დროს ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმად, „მეცს“ ქართველის გამოსყიდვის უფლება 13 მილიონ ევროდ ექნებოდა. შესაბამისად, ფრანგებმა ეს პუნქტი გააქტიურეს.
აღსანიშნავია, რომ „მეცმა“ „აიაქსს“ მიქაუტაძე ზაფხულში 16 მილიონად მიყიდა, ასე რომ 3 მილიონის მოგება ნახა. თუმცა, ცნობილია, რომ გიორგი „მეცში“ ალბათ არ დარჩება და უფრო ძლიერ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს კარიერას. მისი ღირებულება დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდური კლუბი მიქაუტაძის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის გარკვეულ პროცენტს მიიღებს.
მიქაუტაძემ „აიაქსში“ 9 უგოლო მატჩი ჩაატარა და ასე დასრულდა მისი ამსტერდამული კარიერა. ის „მეცში“ იანვრიდან იჯარით თამაშობდა და თავი ისევ შესანიშნავად წარმოაჩინა. ლიგა 1-ში 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.