„ტორინოს“ ქართველმა მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა იტალიური კლუბი დატოვოს. თუმცა, ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
როგორც ცნობილი გახდა, საზონოვის ტურინული მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება „ტორინოს“ ახალი მწვრთნელი და როგორი იქნება მისი სატრანსფერო პოლიტიკა. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ ჩაიბარებს „გრანატას“, ხოლო ივან იურიჩი სამსახურს ტოვებს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოებაა ალესანდრო ბონჯორნოს მომავალიც, რომლის შენარჩუნება „ტორინოს“ სურს. თუ ასე მოხდა, საზონოვს გაანათხოვრებენ, მაგრამ კლუბიდან ბონჯორნოს წასვლის შემთხვევაში შეიძლება ქართველი „ტორინოში“ დარჩეს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა აწ დასრულებულ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.