ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეების შესახებ, მათ შორის, საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ჩეხეთი თურქეთისა და საქართველოს წინააღმდეგ ფავორიტი არ იქნება, რადგან ორივე მეტოქე ძლიერია:
„გვყავს დამკვირვებლები ჩვენი თითოეული მეტოქისთვის. სწორედ დღეს ვაგვარებდით ვინ სად წავა პორტუგალიის, თურქეთის და საქართველოს დასაკვირვებლად. გვაქვს მათი რუკა და ანალიზი. საქართველო და თურქეთი ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან, ამ მატჩებს ფავორიტები არ ეყოლებათ. მათ ძლიერი კლუბებიდან ჰყავთ ფეხბურთელები. რაც შეეხება პორტუგალიას, მას მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მივიჩნევ“, - თქვა ჰაშეკმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს ევრო 2024-ის მეორე ტურში, 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.