ფეხბურთი

23:20 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა სილაგაძის გოლი ლატვიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ლიეპაიამ“ საკუთარ მოედანზე „გრობინა“ 3:0 დაამარცხა, ლუკა სილაგაძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც გუნდს კაპიტნობდა, თავის გამოჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა, როცა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

25 წლის შემტევმა მე-16 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა.

„ლიეპაიას“ ძირითად შემადგენლობაში სილაგაძის გარდა, გიორგი კუცია და ანდრია ხორხელი იყვნენ. „ლიეპაია“ 16 ტურის შემდეგ 13 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122925