ფეხბურთი

15:20 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "100 მილიონი ცოტა არაა, "ნაპოლიმ" კვარაცხელია უნდა გაყიდოს"

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროდ აუცილებლად უნდა გაყიდოს. როგორც მან თქვა, ეს დიდი თანხაა.

„იმ ფასად, რაც სახელდება, ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად უნდა გაყიდონ. 100 მილიონზეა საუბარი და ეს ცოტა არ არის. გარდა ამისა, ქართველს ეს სეზონი კარგად არ ჩაუტარებია. მის ადგილას ადემოლა ლუკმანს ავიყვანდი, რადგან კვარაცხელიასგან განსხვავებით რეალიზაციის მხრივ უფრო ეფექტიანია“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს და დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა, 21-ჯერ კი, საგოლე პასი მიითვალა.

0.116004