ფეხბურთი

14:45 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს კვარაცხელიას შენარჩუნება სურს და მას 7-ნომრიან მაისურსაც სთავაზობენ

„ნაპოლიში“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და როგორც იტალიური მედია წერს, მისი ერთ-ერთი მოთხოვნა ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა.

Corriere Dello Sport-ის ცნობით, კონტესთვის ოთხი ფეხბურთელია ხელშეუხებელი, რომლებიც კლუბმა ზაფხულში აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს - ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და სტანისლავ ლობოტკა.

გამოცემა იმასაც წერს, რომ კვარაცხელიამ შეიძლება მომდევნო სეზონში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშოს. როდესაც ის „ნაპოლიში“ გადავიდა, ამ ნომრით ელიფ ელმასი თამაშობდა, რომელიც გუნდში უკვე აღარ არის და შესაბამისად, 7 ნომერიც თავისუფალია. ამიტომ, კვარას შეუძლია თავისი ფავორიტი ნომერი აირჩიოს და 77-ის ნაცვლად, 7 ნომრით ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. საუბარი მიდის „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო ტრანსფერზე, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ „ნაპოლი“ მასთან კონტრაქტის განახლებაზეც მუშაობს.

0.116357