ფეხბურთი

21:56 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" "იბერია" დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში „გაგრამ“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „იბერია“ 4:0 გაანადგურა.

გიორგი მიქაძის გუნდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა. „იბერიამ“ ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა. დუბლი შეასრულა გიორგი ხარებაშვილმა, ხოლო თითოჯერ თავი თორნიკე ჯანგიძემ და მათე ვაწაძემ გამოიჩინეს. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა.

„იბერია“ 32 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „ტორპედოსთან“ ერთად იყოფს და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 19 ქულით მეშვიდეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი აქვს.

ტურის კიდე ერთი მატჩი „თელავსა“ და „სამტრედიას“ შორის უგოლოდ დასრულდა. „თელავი“ 17 ქულით მერვე ადგილზეა და „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 10 ქულით ბოლო, მეათე პოზიციას იკავებს და მეორე წრეს „დინამო ბათუმთან“ მატჩით დაასრულებს.

0.10585