ფეხბურთი

19:35 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

დი მარციო: პსჟ-სგან კვარაცხელიაში 100 მილიონი მაგიდაზეა, გადაწყვეტილება "ნაპოლიმ" უნდა მიიღოს
ანტონიო კონტემ კლუბს კვარას შენარჩუნების მოთხოვნა წაუყენა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, სადაც მას კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავენ.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, პსჟ-ს შეთავაზება მზადაა და 100 მილიონი ევრო მაგიდაზეა, ახლა კი, „ნაპოლის“ გადასაწყვეტია დათანხმება თუ არა შეთავაზებას. როგორც დი მარციო იტყობინება, ნეაპოლელები ამას ანტონიო კონტესთან შეთანხმებით გადაწყვეტენ.

თავის მხრივ Corriere Dello Sport-ი წერს, რომ კონტემ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება უკვე მოსთხოვა და მას თავის პროექტში განიხილავს. შესაბამისად, „ნაპოლი“ არ აპირებს ქართველის გასხვისებას და მის აგენტთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

პარიზელთა სიაში კვარას გარდა, ბერნარდო სილვა, რაფაელ ლეაუ და ვიქტორ ოსიმენიც არიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.111294