მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კარიერის დასრულების შემდეგ თავის გეგმებზე ისაუბრა.
„მომავლის გეგმები? შვილებთან ერთად ვიქნები შინ. მაქვს საფეხბურთო აკადემია, ასევე გერმანიაში გავხსენი მინი ლიგა“, - ციტირებს კროოსის სიტყვებს სოციალურ ქსელში Madrid Xtra.
34 წლის კროოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ესპანური პრიმერას სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალმა" 95 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და 36-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.