ფეხბურთი

23:00 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ბათუმში მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დილამ“ „დინამო ბათუმი“ სტუმრად დაამარცხა და საჩემპიონო ამბიციები კიდევ ერთხელ დაადასტურა.

რუი მოტას გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, ორივე მეორე ტაიმში. მატჩის გმირი კი, ტაირელ ვაუტერი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და გორელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

„დინამო ბათუმი“ ძალიან ცუდ ფორმაშია და ბოლო დროს ქულებს ძნელად აგროვებს.

„დილა“ 38 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმი“ ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა, 30 ქულით მესამეა და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ ეთამაშება.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვაუტაერი (71), 0:2 ვაუტერი (78)

0.115987